ადვოკატი: პეკინზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ ქალს პარანოიდული შიზოფრენია აქვს

პეკინის გამზირზე, 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ თამარ საძაგლიშვილს პარანოიდული შიზოფრენია აქვს, – ამის შესახებ „კვირასთან“ საუბარში საძაგლიშვილის ადვოკატმა ალექსი გაბუნიამ განაცხადა.
„საძაგლიშვილი 2016 წელს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობდა. ჩვენ მოგვცეს ცნობა, ფორმა 100, რომლის მიხედვითაც, მას აქვს პარანოიდული შიზოფრენია“, – განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, ცნობას საქმის მასალებს დაურთავს. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, თამარ საძაგლიშვილს სასამრთლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა ამ დრომდე არ ჩატარებია.
შემთხვევა პეკინის ქუჩაზე რამენიმე დღის წინ მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მოდიოდა, როცა მასთან გამვლელი ქალი მიიჭრა და სახის არეში დაჭრა. ქალი სამართალდამცავებმა რამდენიმე საათში დააკავეს.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები