პრეზიდენტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს სამუშაო სადილზე მასპინძლობს

    საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში აკრედიტებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს სამუშაო სადილზე მასპინძლობს. სადილი რესტორან “ფუნიკულიორში” იმართება, სადაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციიის ასოცირების ხელშეკრულების და სხვა მიმდინარე საკითხებს განიხილავენ. სამუშაო სადილს ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საკითხებში ვანო მაჭავარიანი ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები