თურქეთში წლევანდელ ტურისტულ სეზონზე რუსეთის 88 მოქალაქე გარდაიცვალა
თურქეთში წლევანდელ ტურისტულ სეზონზე რუსეთის 88 მოქალაქე გარდაიცვალა.
ამის შესახებ ანკარაში რუსეთის ელჩმა ალექსეი ერხოვმა განაცხადა.
მისი თქმით, წლევანდელი ტურისტული სეზონი ძალიან მძიმე აღმოჩნდა, დაფიქსირებულია 88 ლეტალური, ხოლო სამედიცინო ევაკუაციის – 40 შემთხვევა.
ელჩის განმარტებით, გარდაცვალების მიზეზებს შორის არის სისხლ-ძარღვთა დაავადებები, რომლებიც ხანდაზმულ ადამიანებს აწუხებთ, აქედან გამომდინარე ფიქსირდება ინფარქტები, ინსულტები და სხვა შედეგები.
გარდა ამისა, გახშირდა ავტოსაგზაო შემთხვევები რუსი ტურისტების ავტობუსების მონაწილეობით.
ერხოვი ასევე აღნიშნავს, რომ გარდაცვალებების მიზეზებს შორის კვლავ რჩება თურქეთში აპრობირებული სისტემა „ყველაფერი ჩართულია”. ადამიანები ამ სისტემას ბოროტად იყენებენ.
მისივე თქმით, ხშირია გარდაცვალება ბავშვებს შორითაც.