სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც 9 დღის განმავლობაში ეძებდნენ, იპოვეს

9 დღიანი ძებნის შედეგად, ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სამხედრო მოსამსახურე, 27 წლის ლაშა  ჩოჩიშვილი იპოვეს. როგორც “კვირას” თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხდეს,  ჩოჩიშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და იგი ამ დროის განმავლობაში მეგობართან იმყოფებოდა.
თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ლაშა ჩოჩიშვილი 2 სექტემბერს მოკლევადიანი დათხოვნიდან სამსახურში არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში  გამოძიება საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამხედრო ნაწილში ან სამსახურში გამოუცხადებლობას გულისხმობს.  ოჯახის მიმართვის საფუძველზე, ლაშა ჩოჩიშვილი ასევე იძებნებოდა შსს ქარელის რაიონული სამმართველოს მიერ, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგული პირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები