გამოფენა – „ტანდემი სივრცესთან“ გაიხსნება

10 სექტემბერს, 19:00 საათზე, „არტ გალერეა ვაკეში“ გამოფენა „ტანდემი სივრცესთან“ გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ამ გამოფენით მეხუთე საიუბილეო სეზონი იხსნება: წარმოდგენილნი იქნებიან მხატვრები, რომლებსაც გალერეის არსებობის 5 წლის მანძილზე მიღებული აქვთ მონაწილეობა შერეულ, თემატურ თუ პერსონალურ გამოფენებში.
მხატვრობა ვიზუალური ხელოვნებაა, რომელსაც მხატვარი მაყურებლისთვის ქმნის, რათა, საკუთარი სამყარო, ტკივილი თუ ემოცია ხილული, ხელშესახები გახადოს: ის ცდილობს, ტილოზე, მუყაოზე, ქაღალდზე, ძვირფას ლითონზე თუ კერამიკაზე, მინანქარში თუ ხეზე მუშაობისას, ფერის და ფორმის საშუალებით, სივრცესთან ტანდემში შექმნას ჰარმონია. რომელსაც ყველა თავისებურად აღიქვამს და განიცდის. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი საგამოფენო სივრცე, ადგილი, სადაც მხატვარი მისთვის უცხო გარემოში მოათავსებს ნამუშევარს და თვითონაც სხვა თვალით შეხედავს, ახალ იმპულსებს მიიღებს.
ასევე მეტად მნიშვნელოვანია გამოფენაზე მოსული მაყურებლის აზრი, მათი ინტერესი თუ გამოხმაურება, ემოცია და შეფასება, რაც შემოქმედის მოტივაციას აძლიერებს და ასულდგმულებს.

მის:  ირ. აბაშიძის 47.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები