ხარაგაულის რაიონის სოფელ ფარცხნალზე ფილმს იღებენ – პრემიერა ნოემბერში გაიმართება

3-6 სექტემბერს, ხარაგაულში ფილმის გადაღება მიმდინარეობდა, რომელსაც კინოსტუდია ,,პიონერფილმის” ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე თავის აღსაზრდელებთან ერთად იღებს.
ფილმის გადაღების იდეა ბატონ გრიგოლს მას შემდეგ დაებადა, როცა წაიკითხა იზა ვეფხვაძის წიგნი ,,ფარცხნალი კორიფეთა სამკვიდრო”, სადაც მოთხრობილია სოფელ ფარცხნალზე, რომელმაც ქართული მეცნიერებისა და ხელოვნების კორიფეები აღზარდა. ფარცხნალზე დოკუმენტური ფილმის შექმნა ქალბატონ იზას დიდი ხნის ოცნებაც იყო. იდეები ერთმანეთს დაემთხვა და ფილმის გადაღებაც დაიწყო.
ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ხარაგაულში ჩამოდის ორი უცხოელი, რომლებმაც იციან სოფელ ფაცხნალის უნიკალურობის შესახებ და სურთ დაათვალიერონ სოფელი, ღისშესანიშნაობები. მათ მეგზურობას უწევს რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის რეჟისორი და მსახიობი იზა ვეფხვაძე. აცნობს სოფლის ისტორიას, იმ სახელოვან ადამიანებს, რომლებიც გაიზარდნენ სოფელში.
ფილმის რეჟისორი და ოპერატორია, ,,პიონერფილმის” პრეზიდენტი, 16 წლის მარიამ (მაშო) გიგილაშვილი.
,,ვიცოდი ხარაგაულის შესახებ და ყოველთვის მინდოდა ჩამოსვლა, დამაინტერესა ფილმმა, რომელიც უნდა გადამეღო და კიდევ უფრო დამაინტერესა იმან, რომ ისეთ ქალბატონთან უნდა მქონოდა ურთიერთობა, როგორიც იზა ვეფხვაძეა. ვფიქრობ, ფილმი ძალიან კარგი გამოვა“.
იზა ვეფხვაძე ამბობს, რომ ,,ფილმის სიუჟეტის ისე შევქმენით აუცილებლად ჩამოსულიყვნენ უცხოელები, ამას ის მიზანიც აქვს, რომ შემდეგ ეს ფილმი თანატოლებს ჩაუტანონ თავიანთ ქვეყანაში, უთარგმნონ, მათ ენაზე ტიტრები გაკეთდეს და ფილმი აჩვენონ სკოლებში, უნივერსიტეტებში, ეს ყველაფერი კეთდება ფარცხნალის ცნობადობის გაზრდის მიზნით”.
ფილმის გმირები, ებრაელი – ლეონ შავიტი და გერმანელი- ნინა ზინგერი ,,პიონერფილმის” აღსაზრდელები არიან. პრემიერა, სავარაუდოდ, ნოემბერში თბილისში და ხარაგაულში გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები