ანესის კინოფესტივალი, ქართველ პარტნიორებთან ერთად, საპროექტო განაცხადების მიღებას აცხადებს

ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი და კინოცენტრი „ქართული ფილმი-აფხაზეთი”, საქართველოს ანიმატორთა ასოციაცია „საქანიმა“ და სტუდია „კვალი XXI“ აცხადებს საპროექტო განაცხადების მიღებას ანიმაციური ფილმის პროექტის განვითარებაზე. ამ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 10 ოქტომბერი.
კონკურსის შედეგად ანესის ფესტივალის ექსპერტების მიერ საქართველოდან შეირჩევა 6 ანიმაციური ფილმის პროექტი.
საქართველოში ჩამოვა ანესის ფესტივალის მიერ შერჩეული პროდიუსერი, რომელიც 14 ოქტომბრიდან – 18 ოქტომბრის ჩათვლით, შერჩეულ 6 პროექტის ავტორს, 5 დღიან ტრენინგს ჩაუტარებს (სამუშაო ენა ინგლისური).
ტრენინგების შედეგად, ანესის ფეტსივალის ექსპერტების მიერ გამოვლინდება 1 პროექტი, რომელიც 2019 წლის ივნისში ანესის ფესტივალის ბაზრობაზე წარდგება.
მონაწილის მგზავრობის ხარჯებს დაფარავს ეროვნული კინოცენტრი, ხოლო ანესის ფესტივალი აკრედიტაციით უზრუნველყოფს მას.
პროექტები ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:

m.suradze@gnfc.ge
saqanima@gmail.com

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები