თეთრიწყაროში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გაიმართება

15 სექტემბერს, 11:30 საათზე, ქალაქ თეთრიწყაროში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გაიმართება.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ინფორმაციით, ფორუმი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და პატრონობის საქმეში საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობას, ბიზნეს-სექტორის დაინტერესებასა და გააქტიურებას ისახავს მიზნად.

პროგრამა

10:30 – საგანმანათლებლო პროექტი „კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს“;
12:30 – ოფიციალური მიღება/ ტერიტორიის დათვალიერება/ ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი;
13:00 – ფორუმის ოფიციალური გახსნა;
14:15 – ბარათაშვილების სასახლისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება;
14:30 -კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ პრეზენტაციები; სადისკუსიო სივრცის გახსნა;
14:30 – ხალიჩების მასტერკლასი;
17:00 – ტურნირი ქართულ ჭიდაობაში;
20:00 – ფორუმის ოფიციალური დახურვა – გიორგი სუხიტაშვილის კონცერტი.
კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი მოიცავს სანახაობრივ და გასართობ პროგრამასაც – სახელოვნებო და შემოქმედებითი ჯგუფების წარმოდგენებს; სპორტულ და ინტელექტუალურ ასპარეზობებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები