ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეზოში ტრიო „ბალადის“ კონცერტი გაიმართება

12 სექტემბერს, 20:00 საათზე,  ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეზოში, კონცერტს ტრიო „ბალადა“ გამართავს. ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტი კამპანიის -„გაატარე ზაფხული საქართველოში“  ფარგლებში გაიმართება და  შესრულდება ქალაქური სიმღერები.
ფოლკლორის ცენტრის გალერეაში 30 სექტემბრის ჩათვლით წარმოდგენილი იქნება ფოტოები, ტრადიციული სამოსის ნიმუშები, სამუზეუმო ექსპონანტები, ნაქარგობები, მინანქარში შესრულებული საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამოსისა და თექის ნიმუშები.
2001 წელს ქართულ მრავალხმიანობას იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
მხარდამჭერები: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი; TV Imedi, წმინდა მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი;  „ეკო გარდენი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები