გიორგი გახარია: ოპოზიციის ერთი ნაწილი გაიქცა, მეორე ნაწილმა უბრალოდ, მიკროფონი ჩაიგდო ხელში

პარლამენტის ტრიბუნიდან დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას, გიორგი გახარიამ ოპოზიცია გააკრიტიკა. მისი თქმით, ამ დღეების განმავლობაში, ოპოზიციის ლუსტრაციაც მოხდა.
„რაც ამ დღეებში აქ მოხდა, იყო ჩვეულებრივი ლუსტრაცია, როდესაც, სამწუხაროდ, ოპოზიციის ერთი ნაწილი გაიქცა, მეორე ნაწილმა, უბრალოდ, მიკროფონი ხელში ჩაიგდო და პასუხის გაცემის საშუალებით, ჩვეულებრივად მანიპულირებდა.

სიმართლე გითხრათ, მე დიდ სხვაობას ვერ ვხედავდი ამ სავარძელში მჯდომ გავრილოვსა და სერგი კაპანაძეს შორის. სერგი კაპანაძე იყო ჩვეულებრივი ქართველი გავრილოვი ამ სავარძელში, როდესაც უბრალოდ, პასუხის გაცემის საშუალებას არ გვაძლევდა. შესაბამისად, როდესაც ასეთი ფასეულობების მატარებელი ადამიანები გვიდგენენ სიმართლის , სამშობლოს სიყვარულის, ოკუპაციის, სამართლიანობის სტანდარტს, ეს, რა თმა უნდა, მიუღებელია, როგორც მინიმუმ.

ეს არ არის ევროპული საქართველო, ეს სხვა რაღაც არის. შესაბამისად, ჩვენ ამ ხალხს უნდა ვანახოთ ნამდვილი ევროპული ფასეულობები და პირველ რიგში, უნდა ვიყოთ მომთხოვნი ჩვენი თავის მიმართ, უნდა ვიყოთ მომთხოვნი ჩვენი ბიუროკრატიის მიმართ. ჩვენ მკაფიოდ უნდა ვაგებდეთ პასუხს იმ ვალდებულებებზე, რომელსაც ვიღებთ, ეს ვალდებულებები უნდა იყოს მარტივი ჩვენი მოქალაქეებისთვის, გამჭვირვალე და დროში გაზომვადი“, -განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები