საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარიასა და მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. მთავრობამ და სამთავრობო პროგრამამ 98 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო.
საკანონმდებლო ორგანომ ნდობა შემდეგი შემადგენლობის მინისტრთა კაბინეტს გამოუცხადა:
პრემიერ-მინისტრი – გიორგი გახარია;
შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;
თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი;
იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;
საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ბატიაშვილი;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე;
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი;
ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში – ქეთევან ციხელაშვილი.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“.