გუდაურში წიგნის ფესტივალი – „ლიტფესტ გუდაური – 2019“ გაიმართება

7 სექტემბერს, გუდაური მეოთხედ უმასპინძლებს წიგნის ფესტივალს – „ლიტფესტ გუდაური – 2019“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, სასტუმრო „მარკო პოლო გუდაურის“ ტერიტორიაზე, 11 საათიდან, გამოფენილი იქნება 15 გამომცემლობის წიგნები და პოსტერები.
სტუმრებს საშუალება ექნებათ საბავშვო, მხატვრული, სასკოლო და სხვა ლიტერატურა დაათვალიერონ და შეღავათიან ფასში შეიძინონ. ამასთან, გაიმართება ვიქტორინაც და გამარჯვებულს გამომცემლების მიერ დაწესებული საჩუქრები გადაეცემათ.
 ორგანიზატორები სტუმრებს სასიამოვნო გარემოს, დასვენებას, გართობას და კარგ მუსიკასაც სთავაზობენ.
ფესტივალის ბოლოს, „ლიტფესტ გუდაურზე“ DJ Hatsvali დაუკრავს.
ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერი მსურველისათვის თავისუფალია. ფესტივალის ორგანიზატორები, სურვილის შემთხვევაში, სტუმრების ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფენ.
08:00 საათზე, კოსტავას №70 ნომერში, სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტი მონაწილეებისა და სტუმრების გუდაურამდე გადაადგილებას, ხოლო 19:00 საათზე თბილისში დაბრუნებას უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები