,,ეს ჩემი საქართველოა“ – ფოლკლორის ცენტრის გალერეა ბადრი ვადაჭკორიას ფოტოკოლექციას მასპინძლობს

ფოლკლორის ცენტრის გალერეაში, 15 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, წარმოდგენილი იქნება ფოტოჟურნალისტ ბადრი ვადაჭკორიას ფოტოკოლექცია – ,,ეს ჩემი საქართველოა“.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, აქვე მსურველს შეუძლია, XIX საუკუნის ქართული, ეროვნული სამოსის, ორიგინალი კოსტიუმის ანალოგები – ქალისა და მამაკაცის ქალაქური – თავადური, ხევსურული, აჭარული, თუშური ტრადიციული სამოსის (სამუზეუმე ექსპონატები), ასევე მათი გათანამედროვებული ვარიანტების, ოქრომკედით ნაქარგობის ნიმუშების ნახვა.
გამოფენილია ტრადიციული მეთოდით დამუშავებული თექა, მინანქარში შესრულებული საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამოსის ნიმუშები (ჯგუფური ნამუშევარი).
დამთვალიერებლებს ექსპოზიციის ნახვა შეეძლებათ ყოველ სამუშაო დღეს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო ორშაბათობით, 10:00-დან 21:00-მდე, რადგან კამპანიის – „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ფარგლებში, ორშაბათობით, 20:00 საათზე თბილისური ანსამბლების კონცერტები გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები