„ტაო-კლარჯეთი: ისტორია და მემკვიდრეობა, უძრავი და მოძრავი ძეგლები“ – სეზონური სკოლა გაიმართება

8-16 სექტემბერს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი  სეზონურ სკოლას – „ტაო-კლარჯეთი: ისტორია და მემკვიდრეობა, უძრავი და მოძრავი ძეგლები“ მართავს.
სეზონური სკოლა დიმიტრი თუმანიშვილის ხსოვნას ეძღვნება და მისი მთავარი მიზანია, პროგრამის მონაწილეებს ადგილზე გააცნოს ტაო-კლარჯეთის უმნიშვნელოვანესი მოძრავი და უძრავი ძეგლები, წარმოაჩინოს მათი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა საქართველოს ისტორიის, ქართული ხელოვნების, ბიზანტიური და რეგიონალური (კავკასია, ისლამური ანატოლია) კულტურის კონტექსტში.
პროექტის თანამონაწილე ორგანიზაციები არიან – ფლორენციის მაქს პლანკის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი, ბაზელის უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის სემინარი და ფრიბურგის უნივერსიტეტის შუა საუკუნეების ხელოვნების ისტორიის კათედრა.
პროექტის მთავარი დამფინანსებელია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
სეზონური სკოლის პროგრამა ხორციელდება საქართველოში, თურქეთსა და შვეიცარიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები