ქართველები, რომლებიც ფეხით მოდიან ფერეიდნიდან, თბილისში 12 სექტემბერს იქნებიან

სამი ფერეიდნელი ქართველი: შაჰრამ ონიკაძე, ომიდ (ამირან) გოგონანი, ისმაილ რაჰიმი, 2019 წლის 11 აგვისტოდან, ფეხით მოდიან ირანიდან საქართველომდე. ამის შესახებ პორტალი ,,კვირა“ წერდა. წითელ ხიდზე ისინი 10 სექტემბერს, 12 საათზე იქნებიან, თბილისში კი, 12 სექტემბერს შემოვლენ.
სამშობლოში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ფეხით დაბრუნების ეს უნიკალური და გულწრფელი აქცია საინტერესოდ გაგრძელდება თბილისში ჩამოსვლის შემდეგ. მათთან შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იგეგმება. ფერეიდნელი ქართველები თავიანთი ემოციების შესახებ ჟურნალისტების წინაშეც ისაუბრებენ.
შეხვედრების ორგანიზატორია ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები