6 სექტემბერს, „კვეტერობა – 2019″ გაიმართება

6 სექტემბერს,  კვეტერის ციხე-ქალაქში ,,კვეტერობა 2019″ გაიმართება.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გაიმართება როგორც კონცერტი, ასევე საქმიანი შეხვედრები, პოეზიის საღამოები.

12:00 – ღონისძიების გახსნა;
12:00 – კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით (,,ზენაი”, ,,ბახტრიონი”);
ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოვლენ ადგილობრივი სახალხო მთქმელები და პოეტები – (ელგუჯა უძილაური, არჩილ ყაჩმაზაშვილი).
გაიმართება დიალოგი ხეობაში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით
– მოწვეულ სტუმრებს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი დამსწრე საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტული პროექტების შესახებ.
ისტორიკოსი გოგი ურგებაშვილი ისაუბრებს კვეტერის ციხე- ქალაქის ისტორიისა და მისი ტურისტული პოტენციალის შესახებ;
სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ხელძღვანელი ირა ელანიძე ღონისძიების სტუმრებს გააცნობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტს – ,, დანერგე მომავალი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები