მაია ცქიტიშვილი: მიმდინარე პროექტების განხორციელების შედეგად, 400 ათას ადამიანს ექნება გამართული წყალმომარაგება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მიმდინარე პროექტების განხორციელების შედეგად, რომელიც 2021-22 წლებში შესრულდება, 400 ათას ადამიანს ექნება გამართული წყალმომარაგება“.
ამის შესახებ კანდიდატმა დღეს პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
„2019-2020 წლებში დავასრულებთ პროექტებს მესტიაში, ანაკლიაში, ურეკში, ზუგდიდში, ჯვარში, აბაშაში, ჭიათურასა და ქუთაისში. მიმდინარეობს და გაგრძელდება წყალმომარაგების ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია გამყოფი ხაზის სოფლებში. დაწყებულია მარნეულის, ბოლნისის, გუდაურის წყალმომარაგების, წყალარინების და გამწმენდი ნაგებობის სისტემების მშენებლობა, რაც ეტაპობრივად დასრულდება 2021-22 წლებში. ყველა ამ და სხვა მიმდინარე პროექტის განხორციელების შედეგად, 400 ათას ადამიანს ექნება გამართული წყალმომარაგება“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები