ბილაინში დანერგილი ციფრული პლატფორმა Brandon Hall Excellence Awards-ის ჯილდოს მფლობელი გახდა

მობილური ოპერატორების საერთაშორისო ჯგუფმა „ვიონი“ 2019 წლის Brandon Hall Excellence Awards-ის ჯილდო, კატეგორიაში „სწავლების ტექნოლოგიის საუკეთესოდ დანერგვა“, CrossKnowledge პლატფორმის წარმატებით გამოყენებისთვის მიიღო.
Brandon Hall Excellence Awards – ადამიანური კაპიტალის მართვის დარგში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც აღნიშნავს ორგანიზაციების მიღწევებს შედეგების გაუმჯობესების, წამყვანი პრაქტიკის დანერგვისა და ბიზნესა მოცანების გადაწყვეტის მიხედვით.
ონლაინ პლატფორმა CrossKnowledge-ის მეშვეობით, ჯგუფში შემავალი ყველა მობილური ოპერატორი, მათ შორის „ვიონი საქართველოს“ (ბრენდი ბილაინი) თანამშრომლები, სავალდებულო თუ არასავალდებულო ტრენინგებს, მათ შორის ფუნქციონალური, პროფესიული და სხვა უნარ-ჩვევების გასავითარებელ ტრენინგებს გადის. ბილაინის თანამშრომლებისთვის სრულიად უსასყიდლოდაა ხელმისაწვდომი Coursera-სა და LinkedIn-ის ნებისმიერი რესურსი და კურსი.
ბილაინი თანამედროვე ციფრულ პლატფორმებს აქტიურად იყენებს ყოველდღიურ საქმიანობაში. მათ შორისაა Lever.co – თანამშრომლების შერჩევისთვის და Talmundo – ახალი თანამშრომლების ადაპტაციისთვის. შიდა კომუნიკაციების ეფექტურად წარმართვისთვის, პლატფორმის გამოსვლიდან მალევე – 2018 წლის ივლისში, ბილაინმა ოფიციალურად დანერგა Facebook Workplace -იც.
​თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვასთან ერთად, ბილაინში არც მომხმარებელი ავიწყდებათ და მათი კმაყოფილების გასაზომად მსოფლიოში აღიარებულ ონლაინ პლატფორმას – Medallia-ს იყენებენ. მომხმარებლის მოთხოვნის, ქცევისა და ჩვევების შესწავლის საუკეთესო ინსტრუმენტი – Medallia ბილაინმა 2018 წელს დანერგა. აბონენტის კმაყოფილების კვლევა მისი ქსელში ჩართვის პირველივე დღიდან იწყება, მარტივი გამოკითხვის მეშვეობით, რომელიც SMS-ის სახით მისდის. ფასდება პროდუქტების პირობები და მათი გამოყენებით მიღებული გამოცდილება, ასევე სატელეფონო ცენტრსა და მაღაზიაში მიღებული მომსახურების ხარისხი. უახლოეს მომავალში გამოკითხვა დაინერგება ციფრულ არხებშიც – ვებგვერდი და აპლიკაცია.
​R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები