ბულგარეთში განაცხადეს, რომ საბჭოთა კავშირმა ქვეყანა კი არ გაათავისუფლა, არამედ მისი ოკუპაცია მოახდინა

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვს ურჩევს არ გამოიყენოს გერმანული ოკუპაციის მიმართ თეზისი ქვეყნის „გათავისუფლების“ შესახებ, რადგან 1944 წელს ქვეყანაში საბჭოთა ჯარის შესვლას ხალხის ოკუპაცია მოჰყვა.
ამის შესახებ ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„არ უარვყოფთ საბჭოთა კავშირის მიერ ევროპაში ნაციზმის განადგურების ფაქტს, თუმცა არც იმაზე უნდა დავხუჭოთ თვალი, რომ საბჭოთა არმიასთან ერთად, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხალხთან ნახევარსაუკუნოვანი რეპრესიები მოვიდა, სამოქალაქო თვითმყოფადობის შეგრძნების ჩახშობა, დეფორმირებული ეკონომიკური განვითარება და ამ ქვეყნების ევროპული ქვეყნების განვითარების დინამიკისგან მოწყვეტა მოხდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
}ამ განცხადებით ბულგარეთის საგარეო უწყება გამოეხმაურა იმ გამოფენას, რომელიც სოფიაში 9 სექტემბერს გაიხსნება სახელწოდებით-„ნაციზმისგან აღმოსავლეთ ევროპის გათავისუფლებიდან 75 წელი გავიდა“.
„საბჭოთა კავშირმა ბულგარეთს ომი მაშინ გამოუცხადა, როდესაც ხელისუფლებაში ახალი მთავრობა მოვიდა. ამას ბულგარეთის დროებითი ოკუპაცია მოჰყვა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები