საბერძნეთის პოლიციამ მიგრანტების განთავსების ცენტრში ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
საბერძნეთის პოლიციამ კუნძულ ლესბობსზე, მიგრანტების განთავსების ცენტრში, არეულობის ჩასახშობად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 300-მა მოზარდმა მორიას ცენტრიდან დაუყოვნებლივი გადაყვანის მოთხოვნით არეულობა მოაწყო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიგრანტებმა ერთმანეთს ქვებიც დაუშინეს.
ბანაკში სპეცრაზმი მივიდა, რომელმაც ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
მორიას ბანაკში 9 ათასამდე ადამიანია განთავსებული, მაშინ როდესაც ცენტრი მხოლოდ სამი ათასზე არის გათვლილი.
ადგილობრივი ხელისუფლება მიგრანტების საბერძნეთის ჩრდილოეთით გადაყვანას ცდილობს, თუმცა თურქეთიდან ყოველდღიურად ახალი ნაკადი ემატება.