პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისის პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
შეკრებილები სასტვენების საშუალებით ცდილობენ საკანონმდებლო ორგანოში მყოფ მინისტრობის კანდიდატებს ხმა მიაწვდინონ, ასევე უჭირავთ ტრანსფარანტები- „რუსეთი ოკუპანტია“.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.
პარლამენტთან საპროტესტო აქცია 3 სექტემბერს მას შემდეგ განახლდა, რაც ქვეყნის პრემიერმინისტრობის კანდიდატად პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გიორგი გახარია დაასახელა.
დღეს კი პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო, რომ სავარაუდოდ, კვირის ბოლოს პრემიერ-მინისტრი და მისი კაბინეტი დამტკიცდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები