მოძრაობა „სირცხვილია“ პარლამენტთან 19:00 საათზე პროტესტის 76-ე დღეს გამართავს

მოძრაობა „სირცხვილია“ დღეს პარლამენტის შენობასთან 19:00 საათზე პროტესტის 76-ე დღეს გამართავს.
აქციის გამართვა მოძრაობის Facebook-ის გვერდზე დააანონსდა.
„დღეს ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია, გადაყენების ნაცვლად, დააწინაურა. საკუთარი მოქალაქეების დამასახიჩრებელი, დამნაშავე მინისტრის დაწინაურება არის ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, ივანიშვილმა ღია ომი გამოუცხადა სამოქალაქო საზოგადოებას. ხელისუფლებამ თავისივე ბოტების შექმნილი რეალობა დაიჯერა, რომ მათ საამისოდ მინიმალური ლეგიტიმაცია მაინც აქვთ. გავრილოვის 19 პატიმარი უსამართლო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება“, – წერია მოძრაობის Facebook გვერდზე.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ დღეს ცენტრალურ ოფისში პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას კანდიდატურა წარადგინა.
ამ წუთებში კი, პარლამენტის შენობასთან „სირცხვილიას“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები არიან შეკრებილი. ისინი სკანდირებენ – „სირცხვილია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები