პარლამენტში სხდომის დაწყება ვერ ხერხდება – დარბაზში „სირცხვილიას“ წევრები იმყოფებიან

პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოძრაობა „სირცხვილიას“ რამდენიმე წევრი შევიდა.
ამჟამად ისინი კანონმდებლებს მიმართავენ და სკანდირებენ „სირცხვილია“, „ახალგაზრდებს თვალები დათხარეთ და აპრავებთ. როგორ ბედავთ, რომ გახარია გინდათ გახადოთ პრემიერ-მინისტრი. გავრილოვის ნაწილი ხართ“.
პარლამენტის მუშაობა ამ წუთებში შეჩერებულია.
რაც შეეხება შენობის გარე პერიმეტრს, იქ მოძრაობის დანარჩენი წევრები იმყოფებიან, მათთან ერთად „ევროპული საქართველოს“ ლიდერები არიან.
სამართალდამცველები მათ შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები