ქმარმა ისე მცემა 4 დღე კომაში ვიყავი – 49 წლის ნაზიბროლას საზოგადოების დახმარება სჭირდება

ნაზიბროლა სულ რაღაც 49 წლისაა, თუმცა ცხოვრებაში რა არ გადაიტანა: 18 წლის ასაკში იგი მოიტაცეს, აიძულეს გათხოვილიყო, 23 წლის განმავლობაში სცემდნენ და ძალადობდნენ; ძმამ იგი უარყო და მოტყუებით მშობლებისეულ ბინაზე უარი ათქმევინა; უფროსმა გოგომ საწოლს მიჯაჭვული ავადმყოფი დედა მიატოვა. ერთადერთი ადამიანი, რომელიც მისი ერთგული დარჩა, მისი უმცროსი ქალიშვილი, 16 წლის ნიაა. სწორედ ის უვლის ავადმყოფ დედას.
“ჩერნოვეცკის ფონდის” ინფორმაციით, თავის ამბავს ნაზიბროლა თვალზე ცრემლითა და ტკივილით ყვება. მას ბევრი რამ უნახავს და ბევრი გადაუტანია ცხოვრებაში, მაგრამ ნახევარი საუკუნე გამოვლილი ქალი სრულიად მარტო დარჩა თავის შვილთან და უამრავ ავადმყოფობასთან ერთად. მას აწუხებს: გულის უკმარისობა, ქრონიკული პანკრეატიტი, C ჰეპატიტი, ციროზი, ანემია, უჭირს გადაადგილდება. დროდადრო დგება, რამდენიმე ნაბიჯს გადადგამს, იატაკზე ეცემა და შველას ითხოვს… ახლოს კი არავინაა…
– ნაზიბროლა, როგორ აღმოჩნდით ასეთ მდგომარეობაში?
ნაზიბროლა: ყველაფერი 30 წლის წინ დაიწყო. ჩემმა ყოფილმა ქმარმა 4-ჯერ მომიტაცა. სამჯერ დავბრუნდი, მეოთხედ კი ცოლად გავყევი. 3 წელი შვილი არ გვიჩნდებოდა, ის მცემდა და მისი მიტოვების შემთხვევაში მოკვლით მემუქრებოდა, ასეთ სტრესულ მდგომარეობაში დავორსულდი და ჩვენ პირველი შვილი გვეყოლა. ამანაც არ უშველა ჩვენს ოჯახს, ის აგრძელებდა ჩემზე ძალადობას. არაფრის გაკეთება არ შემეძლო.
– არავინ იყო თქვენი დამცველი? სად იყვნენ თქვენი მშობლები?
ნაზიბროლა: მშობლები იმ დროს უკვე აღამ მყავდა, ძმა კი ამბობდა, რომ თუ ოჯახი შევქმენი, მასთან არ უნდა მეწუწუნა, იმიტომ რომ მასაც ოჯახი ჰყავდა სარჩენი, ზედმეტი ტვირთი გავხდებოდი მისთვის! რა დაცვაზეა საუბარი, მშობლების სიკვდილის შემდეგ მან მოტყუებით გადაიფორმა სახლი, რომელიც მე მეკუთვნოდა. ის სახლი, რომელიც მას მშობლებმა აჩუქეს გაყიდა.
– სადაა თქვენი მეუღლე ახლა?
ნაზიბროლა: იცით, ჩვენ მეორე გოგოც გვეყოლა – ნია. ახლა ის 16 წლის არის უკვე და მეხმარება….აი, ქმარმა 5 წლის წინ ისე მცემა, საავადმყოფოში აღმოვჩნდი და 4 დღე კომაში ვიყავი… ქმარს გავშორდი. უმცროსი გოგო მასთან დავტოვე, რამდენადაც ჩემი ფინანსური შესაძლებლობები იმის საშუალებას არ მაძლევდა, რომ თან წამომეყვანა ჩემი გოგონა. ნია, ყოველთვის მოდის ჩემთან, როცა მას ამის საშუალება ეძლევა, მივლის და საჭმელს მიმზადებს… მერე კი სრულ სიმარტოვეში ვარ ხოლმე.
– სადაა თქვენი უფროსი გოგონა?
ნაზიბროლა: მას შემდეგ რაც ლოგინად ჩავწექი, მეჩხუბა, დაქალთან გადავიდა და აღარც მკითხულობს, მოვკვდი თუ გადავრჩი… მათთვის ყველაფერს ვაკეთებდი, სტილისტად ვმუშაობდი, რომ საჭმლის ფული შემომეტანა ოჯახში…
– რამდენია თქვენი შემოსავალი? გყოფნით საჭმლის ფულად?
ნაზიბროლა: სოციალური დახმარება და პირველი ჯგუფის ინვალიდის პენსია – ეს არის ჩემი შემოსავალი. განსაკუთრებული კვება მჭირდება, მაგრამ თავს ამის უფლებას ვერ მივცემ. რაც შეეხება მკურნალობას, ფიქრიც კი არ მინდა ამაზე… ხანდახან გამგეობა წამლების შეძენას აფინანსებს, მაგრამ სამკურნალოდ ეს წამლები არ მყოფნის. ჩემი ჯანმრთელობა კი სულ უფრო უარესდება…
– რა გესაჭიროებათ ყველაზე მეტად?
ნაზიბროლა: მედიკამენტები და საკვები პროდუქტები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია მკურნალობის კურსს ჩატარება.
მეგობრებო, მოდით მცირედით მაინც დავეხმაროთ ნაზიბროლას, ვაჩუქოთ მას მომავლის იმედი!
თანხა შეგიძლიათ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნაზიბროლა ჩოლოევა)
თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ფონდის საიტიდანაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/503-nch/
„კომაში ყოფნა ჩემთვის რეალურ ცხოვრებაში ყოფნაზე უკეთესია!“ – პროექტები – ჩერნოვეცკის ფონდი
ნაზიბროლა სულ რაღაც 49 წლისაა, თუმცა ცხოვრებაში რა არ გადაიტანა: 18 წლის ასაკში იგი მოიტაცეს, აიძულეს გათხოვილიყო, 23 …..
chernovetskyifund.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები