„სირცხვილიას“ წევრები პარლამენტში შესვლას ცდილობენ – ადგილზე ვითარება დაიძაბა

თბილისის პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები აქციას მართავენ.
ამ წუთებში ისინი საკანონმდებლო ორგანოში შეჭრას ცდილობენ, თუმცა სამართალდამცველები მათ ამის უფლებას არ აძლევენ.
აქციის მონაწილეების მტკიცებით, შენობაში შესვლის უფლება აქციის რამდენიმე მონაწილეს ჰქონდა, რადგან მათზე საშვები იყო დაშვებული.
ადგილზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები