გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიას 2019 წელს განახლებული აკრედიტაცია მიენიჭა

გარემოს ეროვნული საგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის შეფასება და 2019 წლის 17 ივლისს განმეორებითი აკრედიტაცია მიიღო.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აკრედიტაცია მომდევნო 4 წლის განმავლობაში ლაბორატორიის კომპეტენციის აღიარებას წარმოადგენს.
ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიის განახლებული აკრედიტაცია არის მისი კომპეტენციის ოფიციალური აღიარებაა, რაც ლაბორატორიული საქმიანობის გაუმჯობესებასა და მაღალი სტანდარტით ფუნქციონირებას გულისხმობს.
ამჟამად, ლაბორატორიაში მიმდინარეობს სხვადასხვა სახის ანალიზების განსაზღვრა, კერძოდ საქართველოს მასშტაბით აღებულ წყლის, ნიადაგისა და ჰაერის სინჯების ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზების დამუშავება. მიღებული შედეგების საფუძველზე ხდება გარემოს დაბინძურების ხარისხის შეფასება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები