ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე, უკანონო ნადირობის 132 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, ნადირობის სეზონის ფარგლებში, ნადირობის წესების დარღვევის გამოვლენისა და უკანონო ნადირობის აღკვეთის მიზნით, საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ.
სეზონის გახსნიდან დღემდე, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი, 96 ფაქტი დაფიქსირდა დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა კახეთში უკანონო ნადირობის – 5, ქვემო ქართლში – 1, სამცხე-ჯავახეთში – 15, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 6, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე კი 9 ფაქტი გამოავლინეს.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან, 30 შემთხვევაში, სამართალდამრღვევები, გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე ნადირობდნენ, 14 მონადირეს დაურეგისტრირებელი იარაღი აღმოაჩნდა, აკრძალული საშუალებებით 88 სამართალდამრღვევმა ინადირა. ჯამში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა 85 ხელნაკეთი მოწყობილობა ე.წ. „მანოკი“ ამოიღეს.
სულ 10 დღის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, უკანონო ნადირობის 132 ფაქტი გამოვლინდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები