„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა „სირცხვილია“ აქციას მართავს

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა „სირცხვილია“ აქციას მართავს.
ამის მიზეზი გახდა ის, რომ პარტიის ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის შედეგად პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად შს ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია დაასახელა.
შეკრებილები სკანდირებენ-„წადი“ და „სირცხვილია“.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ ვერ წარმოუდგენიათ, “როგორ შეიძლება ადამიანი პრემიერ-მინისტრი გახდეს, მაშინ როდესაც „უკვე მერამდენე თვეა საზოგადოება მის გადადგომას ითხოვს. მას თანამდებობა უნდა დაეტოვებინა, მაგრამ მოხდა პირიქით, ივანიშვილმა ხალხს სილა გააწნა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები