ვინ დარჩა “რუსთავი 2”-ში და რა გადაცემები გავა უახლოეს დღეებში – პაატა სალიას განმარტება

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება, საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ კი პირდაპირ ეთერში რამდენიმე დღეში დაბრუნდება.
ამის შესახებ არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა.
“რუსთავი2”-ელები დაბრუნდნენ შვებულებებიდან. მოგეხსენებათ, რომ შემოდგომის სეზონი ძალიან მალე იწყება. მზადება მიდის სეზონისთვის, იმისთვის, რომ აუცილებლად ყველა გადაცემა, რომელიც მაყურებლის სიმპათიით, სიყვარულით სარგებლობს აუცილებლად გავიდეს იმ დროს, რა დროსაც იყო დაგეგმილი.
“კომედი ჯგუფი” ჩვენთან არის, ძალიან დიდი ნაწილი კომედის. ჩვენთან არის მაია ასათიანი, ჩვენთან არის შუადღის, დილის გადაცემების ძალიან დიდ ნაწილი, შესაბამისად ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმისთვის, რომ ჩვენ ეთერში შევიდეთ იმ დაგეგმილი გრაფიკით, რაც იყო და ძალიან მალე, ძალიან მალე დავბრუნდეთ “კურიერით” მე ვსაუბრობ, რამდენიმე დღეზე, როდესაც ჩვენ შეგვეძლება უკვე სრულყოფილად მაყურებელს მივაწოდოთ ის ინფორმაცია პირველებმა, რაც ხდება ქვეყანაში”, – განაცხადა პაატა სალიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები