მამუკა ბახტაძე ჟურნალისტებს – მიმართვა უნდა გამევრცელებინა მედიასთან შეხვედრამდე, რათა თუ იქნებოდა შეკითხვები, საკითხების დაზუსტებისთვის, თქვენც გქონოდათ დრო მოსამზადებლად

მიმართვა უნდა გამევრცელებინა მანამ, სანამ შეგხვდებოდით თქვენ, ქართულ მედიას, რათა თუ იქნებოდა შეკითხვები, საკითხების დაზუსტებისთვის, თქვენც გქონოდათ დრო მოსამზადებლად, – ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მამუკა ბახტაძის თქმით, ის არის პასუხისმგებელი ქართველი ხალხის წინაშე და მან ახსნა თავისი პოზიცია და ისაუბრა როგორც წარსულზე, ასევე მომავალზე.
„მე ვარ პასუხისმგებელი ქართველი ხალხის წინაშე და მე გავაკეთე მიმართვა, სადაც ავხსენი ჩემი პოზიცია და ვისაუბრე როგორც წარსულზე, ასევე მომავალზე. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჩემი ვალდებულება. ეს უნდა გამეკეთებინა მანამდე, სანამ შეგხვდებოდით თქვენ, ქართულ მედიას, რათა თუ იქნებოდა შეკითხვები საკითხების დაზუსტებისთვის, იმ მიმართვასთან დაკავშირებით, რომელიც მე გავავრცელე, თქვენც გქონოდათ დრო მოსამზადებლად. მე ვფიქრობ, რომ ეს ლოგიკურია”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები