,,ფორსაჟი 9″-ის გადაღებები 3 სექტემბრიდან რუსთავში გაგრძელდება

ფილმ „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები რუსთავში გაგრძელდება და სამ დღეს გასტანს. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

გადაღებების გამო 3 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით მოძრაობა გადაკეტილი იქნებ მესხიშვილისა და თოდრიას ქუჩებზე.

დაგეგმილ გადაღებებთან დაკავშირებით დღეს ქალაქის აღნიშნულ ქუჩებზე დამცავი ჯებირების განთავსება დაიწყეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები