კახაბერ ქემოკლიძე: „ბლოკპოსტი დღევანდელ ლოკაციაზე რჩება“ – სოფელ ჩორჩანასთან შეხვედრა დასრულდა (ვიდეო)

სოფელ ჩორჩანასთან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ტექნიკური შეხვედრა დასრულდა.
როგორც ჟურნალისტებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახაბერ ქემოკლიძემ განუცხადა, შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში წარიმართა, რაც წინგადადგმული ნაბიჯია.
მისი თქმით, ყველა მხარე შეთანხმდა იმაზე, რომ უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯი დესკალციისთვის.
ქემოკლიძის თქმით, მომდევნო კვირას ერგნეთში კიდევ ერთი ტექნიკური ხასიათის შეხვედრა გაიმართება, სადაც ქართული მხარე კიდევ ერთხელ დააფიქსირებს იმ პოზიციებს, რომლებიც აქვს.
რაც შეეხება ქართული მხარის მიერ სოფელ ჩორჩანასთან განთავსებულ საპოლიციო საგუშაგოს, ქემოკლიძის თქმით, ის დღევანდლე ლოკაციაზე კვლავ დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები