სოხუმი ქართულ მხარეს კონფლიქტის პროვოცირებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან საქართველოს პროვოკაციულ ქმედებას ყურადღებით აკვირდება“.
ე.წ. საგარეო უწყება ქართულ მხარეს კონფლიქტის პროვოცირებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს, ასევე ურჩევს თავი შეიკავოს ნებისმიერი ნაბიჯისგან, რომელიც რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას შეუწყობს ხელს.
„დარწმუნებული ვართ, რომ ნებისმიერი სასაზღვრო დავა ოფიციალური მოლაპარაკებების გზით უნდა გვარდებოდეს და სამართლებრივ ჩარჩოებს არ უნდა ცდებოდეს.
მოვუწოდებთ საერთაშორისო შუამავლებს – ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, რომ ქართული მხარის გამომწვევ ქმედებასთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირონ და ოფიციალურ თბილისზე საჭირო გავლენა მოახდინონ.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციული ნაბიჯები კვლავ გაგრძელდება, რომელიც ვითარების დაძაბვისკენ იქნება მიმართული, პასუხისმგებლობა ქართულ მხარეს დაეკისრება.
თავის მხრივ, აფხაზეთის რესპუბლიკა მზად არის შეუდგენს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან ორმხრივ კონსულტაციებს, რომ კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით ეფექტური ზომები მიიღოს“,-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები