იაპონიაში Toyota-ს სათაო ოფისში ხანძარია – თანამშრომლები ევაკუირებულია

იაპონიის ქალაქ ტოიოტაში მდებარე კომპანია Toyota R&D-ის სათაო ოფისში ხანძარია.
ტელეკომპანია NHK-ის ინფორმაციით, ხანძარი შენობის მერვე სართულზე გაჩნდა, თანამშრომლები ევაკუირებული არიან.
დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ადგილზე სახანძრო დახმარების 12 ბრიგადა მუშაობს.
მომხდარის მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები