Alibaba-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ ადამიანებმა კვირაში მხოლოდ 12 საათი უნდა იმუშაონ
ჩინური საცალო გაყიდვების ინტერნეტ კომპანია Alibaba-ს დამფუძნებელი ჯეკ მასი ამბობს, რომ ადამიანები კვირაში მხოლოდ 12 საათი უნდა მუშაობდნენ, დარჩენილ დროში კი ხელოვნური ინტელექტის უპირატესობები გამოიყენონ.
ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
მისი განმარტებით, ადამიანებს შეუძლიათ არ გადაიღალონ და კვირაში სულ 3 დღე, დღეში კი 4 საათი, იმუშაონ. ჯეკ მას განმარტებით, ეს ტექნოლოგიური მიღწევებისა და განათლების სისტემის რეფორმის დახმარებით სრულიად შესაძლებელია.
მან ეს განცხადება შანხაიში ხელოვნური ინტელექტისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გააკეთა, რომელსაც Tesla Inc-ის დირექტორი ილონ მასკიც ესწრებოდა.
„მომდევნო 10, 20 წლის განმავლობაში ადამიანები, ქვეყნები, მთავრობები განათლების რეფორმირებაზე უნდა კონცენტრირდნენ, რათა ჩვენმა შვილებმა შეძლონ ისეთი სამსახურის შოვნა, რომელიც კვირაში 3 დღეს და დღეში მხოლოდ 4 საათს მოითხოვს. თუ არ შევცვლით არსებულ განათლების სისტემას, დიდი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით“,-აღნიშნა მასმა.