ტაილანდში პლანეტის ყველაზე ხანდაზმული 128 წლის მამაკაცი იპოვეს

ტაილანდში, სიტარტის რაიონში, მამაკაცი ცხოვრობს, რომელიც ამტკიცებს რომ არის 128 წლის.
ონ პხანპჩხომპხუს პირადობის მოწმობის მიხედვით ის 1891 წლის 9 აპრილს, ჯერ კიდევ მეფე რამა V მმართველობის დროს, დაიბადა.
მამაკაცს 70 წლის მეუღლე, 7 შვილი და 11 შვილიშვილი ჰყავს.
პხანპჩხომპხუ დამოუკიდებლად გადაადგილდება, სახლის მეორე სართულზეც დახმარების გარეშე ადის.
„ყველა ჩემი მეგობარი გარდაიცვალა, მე ყველა მათგანი მენატრება. მინდა 200 წლამდე ვიცხოვრო“,-ამბობს მამაკაცი.
აღსანიშნავია, რომ აქამდე პლანეტის ყველაზე უხუცეს ადამიანად გერმანიაში მცხოვრები გუსტავ გერნეტი ითვლებოდა, ის 113 წლის და 316 დღის არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები