კომუნიკაციების კომისიამ შპს „ფორმულას” მაუწყებლობის ავტორიზაცია მიანიჭა
კომუნიკაციების კომისიამ შპს „ფორმულას” მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაცია მიანიჭა და უწყებრივ რეესტრში კერძო საერთო მაუწყებლად გაატარა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, „ფორმულა” მაუწყებლობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 1 ოქტომბერს დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ კომპანიას მაუწყებლობის ავტორიზაციისთვის კანონით განსაზღვრული მთელი რიგი სავალდებულო ინფორმაცია სრულად არ ჰქონდა წარმოდგენილი, შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულას” განაცხადში დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორება მოსთხოვა. დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ, კომისიამ კომპანიას მაუწყებლობის ავტორიზაცია მიანიჭა.