იაპონიაში 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
იაპონიაში, აომორის პრეფექტურაში, 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ქვეყნის მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 10 კმ სიღრმეში დაფიქსირდა.
ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.