კომერციულმა ბანკებმა ჯარიმებისა და საურავების სახით 55 188 000 ლარის შემოსავალი მიიღეს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ქართული ბანკების მიერ აკრეფილი საურავებისა და ჯარიმების ღირებულება 18%-ით გაიზარდა და 55 188 000 ლარი შეადგინა.
სამაგიეროდ, შემცირებულია სხვადასხვა ტიპის საკომისიოებისა და მოსაკრებლების შემოსავლები. იანვარ-ივლისში ამ გზით ბანკებმა 202,917,000 ლარი გამოიმუშავეს, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 11%-ით ნაკლებია.
მნიშვნელოვანი შემოსავლები უფიქსირდებათ კომერციულ ბანკებს სავალუტო ოპერაციების, ანუ ვალუტის კონვერსიის შედეგად. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის 7 თვეში ვალუტის გაცვლის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 206 658 000-ს მიაღწია. ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 69 % -ს გადააჭარბა,

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები