თამარ ურუშაძე: აღარც მორალი არსებობს, აღარც ზნეობა? აღარც კოლეგიალობა ? მხოლოდ ერთი მხარე და ერთი სიმართლეა?

ჟურნაისტი თამარ ურუშაძე სოციალურ ქსელში ,,იბერიას” შენობაში ,,მთავარი არხის” მაუწყებლობის დაწყების ამბავს ეხმაურება.

ჟურნალისტი პასუხს ითხოვს იმ ფაქტზე, რომ დღემდე ,,იბერიას” ათობით ჟურნალისტი სამსახურის გარეშეა და ერთი წლის წინ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოუხურეს კარი.

,,თითქმის ერთი წელი გადის, რაც ,,იბერიის”, ჩუბინაშვილის 41-ნომრის კარი დაგვიხურეს. მოგვიჯახუნეს ყოველგვარი ახსნა-განმარტების, ბოდიშის, წინასწარი გაფრთხილების გარეშე. მოგვიხურეს ისე, რომ ამ დღის მერე, ათობით ჟურნალისტს დირექტორი რკინის გისოსებიანი ღობის მეორე მხრიდან გველაპარაკებოდა და შენობაშიც არ გვიშვებდნენ. არხი დახურეს. ტელევიზია გააჩერეს. ჟურნალისტები, ოპერატორები, მემონტაჟეები, პროდიუსერები, ტექნიკური თუ შემოქმედებითი ჯგუფის წევრები პირდაპირი გაგებით ქუჩაში გამოყარეს. მას შემდეგ გუნდის უდიდესი ნაწილი ისევ სამსახურს ეძებს. იყო სასამართლოები, მოგებული გადაწყვეტილების გასაჩივრებები შემდგომ ინსტანციაში. წარმატებები ყველა კოლეგას, მაგრამ იყო და არა იყო რა? ნატო ჩხეიძე, იქნებ გაგვცეთ პასუხი, იმ ასობით ადამიანს, ვისაც ასე მოექეცით. აღარაფერს აღარ აქვს ფასი ?! აღარც მორალი არსებობს, აღარც ზნეობა? აღარც კოლეგიალობა ? მხოლოდ ერთი მხარე და ერთი სიმართლეა?, – წერს თამარ ურუშაძე.

ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ “მთავარი არხი” ამ ეტაპზე მაუწყებლობას ტელეკომპანია “იბერიის” შენობაში დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები