ბორის ჯონსონი ბრიტანეთის პარლამენტის მუშაობას აჩერებს – დედოფალმა ელისაბედმა მის წინადადებას მხარი დაუჭირა

ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის წინადადებას პარლამენტის დათხოვნის შესახებ მხარი დაუჭირა.
დედოფალმა გასცა განკარგულება, რომ პარლამენტმა მუშაობა 9 სექტემბრიდან შეაჩეროს და 14 ოქტომბერს განაახლოს.
დეპუტატები შვებულებიდან 3 სექტემბერს დაბრუნდებიან და მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში იმუშავებენ.
ჯონსონმა კი საკუთარი წინადადება განმარტა იმით, რომ საჭიროა შიდაპოლიტიკური პროგრამის რეალიზება. კერძოდ, ჯონსონს სურს, რომ დეპუტატებს არ მიეცეთ შესაძლებლობა ისეთი კანონები მიიღონ, რომლებიც მას ევროკავშირიდან ქვეყნის გაყვანაში შეაფერხებს.
მანამდე გახდა ცნობილი, რომ ბრიტანელი ოპოზიციონერი დეპუტატები გეგმავდნენ ისეთი კანონების მიღებას, რომლებიც პრემიერ-მინისტრს ბრექსიტის გადავადებას აიძულებდა.
ბრიტანეთმა ევროკავშირიდან 31 ოქტომბერს უნდა გავიდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები