კობა გვენეტაძე: “თი ბი სი ბანკი” ფინანსურად ჯანსაღი და კარგი ორგანიზაციაა, სხვა საკითხები ეროვნული ბანკის კომპეტენციაში არ შედის
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის თქმით, “თი ბი სი ბანკი” ჯანსაღი ორგანიზაციაა, რომელიც ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებადი სუბიექტია. თუმცა, მისივე განცხადებით, ბანკთან დაკავშირებული სხვა საკითხები მათი კომპეტენცია არ არის.”
„ძალიან ბევრი ინფორმაცია იქნა მიცემული ეროვნული ბანკისგან იმ ნაწილში, რაც ეხება მხოლოდ “თიბისი ბანკს”. ეს ბანკი არის ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებადი სუბიექტი. ბანკი არის ფინანსურად ძალიან ჯანსაღი და კარგი ორგანიზაცია. სხვა საკითხებს რაც შეეხება, ეროვნული ბანკის კომპეტენციაში არ შედის”,- განაცხადა გვენეტაძემ.