ბათუმში ფესტივალი – „ღამის სერენადები“ მიმდინარეობს

მესამე დღეა, ბათუმში  მრავალწლიანი ისტორიის მქონე ფესტივალი „ღამის სერენადები“  მიმდინარეობს.
ფესტივალი წელს აღდგენიდან მეთერთმეტედ იმართება და მსმენელს ცნობილი მუსიკოსები და მრავალფეროვანი პროგრამა ელოდება.
ფესტივალი ბათუმსა და თბილისში გაიმართება – 25, 27, 28 აგვისტოს –  ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში; 2 და 4 სექტემბერს კი – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში.

წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიოში ცნობილი სოლისტები და დირიჟორები გერმანიიდან, საბერძნეთიდან, ფინეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და რასაკვირველია, საქართველოდან.

27 და 28 აგვისტოს პროგრამა

27 აგვისტო, ბათუმი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი

კონცერტი ეძღვნება ცნობილი მევიოლინის რუდოლფ ბარშაის 95 წლის იუბილეს. კონცერტზე ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი „ნოტა“, რუდოლფ ბარშაის ცხოვრებაზე.

1. დიმიტრი შოსტაკოვიჩი – კამერული სიმფონია
ანტრაქტი
2. ანტონიო ვივალდი – წელიწადის დრონი
ნანა იაშვილი – ვიოლინო
პანტელის კოგიამისი – დირიჟორი

დასაწყისი: 20:00 სააათი.

28 აგვისტო, ბათუმი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი

1. ბენჯამენ ბრიტენი – უბრალო სიმფონია
2. პაბლო სარასატე- კარმენ ფანტაზია
ანა ლიზა ბეზროდნი – ვიოლინო
ანტრაქტი
3. სულხან ცინცაძე – მინიატურები
4. ვაჟა აზარაშვილი – კონცერტი ჩელოსთვის
იან-ერიკ გუსტავსონი – ჩელო
ვახტანგ მაჭავარიანი – დირიჟორი

დასაწყისი: 20:00 სააათი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები