ცხინვალის მტკიცებით თბილისი ე.წ. საზღვართან პროვოკაციებს აწყობს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტმა განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია, რომ ე.წ. საზღვართან ქართული მხარე პროვოკაციებს აწყობს.
გავრცელებული განცხადების მიხედვით, ზნაურის რაიონში „საქართველოს შეიარაღებული ძალებია“ განლაგებული, რაც „თბილისის მხრიდან დაუფარავი აგრესიის აქტს წარმოადგენს“.
„საქართველოს შეიარაღებული ძალები სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში არავის მიუწვევია. პარლამენტი უახლოეს დროში შესაბამის განცხადებას შეიმუშავებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვართან პროვოკაციებზე უარი თქვას“,-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები