შალვა პაპუაშვილი: ვფიქრობ, ჩინეთსა და საქართველოს ბევრი საერთო აქვთ მშვიდობიანი განვითარებისა და საერთაშორისო პოლიტიკაში მშვიდობიანი კურსის თვალსაზრისით
„ვფიქრობ, ორივე ქვეყანას – ჩინეთსა და საქართველოს, ბევრი საერთო აქვს მშვიდობიანი განვითარებისა და საერთაშორისო პოლიტიკაში მშვიდობიანი კურსის თვალსაზრისით”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჩინურ ტელეარხ CGTN-თან ინტერვიუში განაცხადა.
“ასე რომ, ეს საერთო ფასეულობები, რომლებიც ამავდროულად ჩვენი თანამშრომლობის საერთო ინტერესსაც წარმოადგენს, არის სწორედ ის, რამაც ჩინეთამდე მიგვიყვანა. მიზანი კი ორ პარლამენტს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაძლიერებაა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.