შალვა პაპუაშვილი: დიპლომატების განათლებაში ინვესტირება მნიშვნელოვანია – ამიტომ, ვფიქრობ, რომ თანამშრომლობა პეკინის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტსა და დიპლომატიურ აკადემიას შორის, რომელიც მალე დაფუძნდება, ჩინური გამოცდილებიდან ბევრი რამის სწავლაში დაგვეხმარება

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჩინურ ტელეარხ CGTN-თან ინტერვიუში საქართველოში დიპლომატიის აკადემიის დაარსებაზე ისაუბრა.

„ჩვენ ახლახან დავაანონსეთ დიპლომატიური აკადემიის შექმნა. ამ მხრივ, ჩინეთი კვლავაც კარგ მაგალითს გვაძლევს იმისა, თუ როგორ განათლებას იღებენ დიპლომატები და როგორ ამზადებენ მათ დიპლომატიური საქმიანობისთვის. ფაქტობრივად, დიპლომატები არიან ისინი, ვინც წარმოადგენენ ეროვნული ინტერესების დაცვის პირველ ხაზს. შესაბამისად, დიპლომატების განათლებაში ინვესტირება მნიშვნელოვანია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ თანამშრომლობა პეკინის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტსა და დიპლომატიურ აკადემიას შორის, რომელიც მალე დაფუძნდება, ჩინური გამოცდილებიდან ბევრი რამის სწავლაში დაგვეხმარება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები