“საქართველო „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერია და საქართველოს ტრადიციულად ეკავა ევროპისა და აზიის დამაკავშირებლის როლი” – შალვა პაპუაშვილი

“დიახ, მართლაც, საქართველო „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერია და საქართველოს ტრადიციულად ეკავა ევროპისა და აზიის დამაკავშირებლის როლი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

კერძოდ, პაპუაშვილმა უპასუხა ჩინური ტელეარხის – CGTN-ის წამყვანის კითხვას თბილისსა და პეკინს შორის დაკავშირებადობის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების შესახებ.

„ვხედავთ, რომ იმ ისტორიულ როლს, რომელიც საქართველოს ყოველთვის ჰქონდა, მნიშვნელობა დღესაც აქვს. საქართველო და, ზოგადად, სამხრეთ კავკასია გვთავაზობს ყველაზე სწრაფ და იაფ გზას ევროპისა და აზიის დასაკავშირებლად, ჩინეთის ევროკავშირთან დასაკავშირებლად. სწორედ ამიტომ, ჩვენ თავს ამ ინიციატივის მხარდამჭერ ნაწილად განვიხილავთ. ამ თვალსაზრისით, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება, სადაც ვიმედოვნებთ, რომ ჩინეთთან უფრო ინტენსიური გაცვლა და თანამშრომლობა გვექნება; საქართველოში ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება საბოლოო ჯამში სარგებელს მოუტანს ყველა მონაწილეს, ვინც გამოიყენებს ე.წ. შუა დერეფანს ან კასპიის დერეფანს. სწორედ ამიტომ არის ამ იდეის ნაწილად ყოფნა ორმხრივად მომგებიანი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები