ფერეიდანელი ქართველები ფეხით მოდიან საქართველოსკენ
11 აგვისტოს ორი ფერეიდანელი ქართველი: შაჰრამ ონიკაძე და ომიდ გუგუნაშვილი ფეხით გამოემართა ფერეიდანიდან საქართველოსკენ.
გზად, მათ მესამე ქართველი ისმაილ დავითაშვილი შეუერთდათ.
აქცია ეძღვნება დიდგორობას. ისინი უკვე უახლოვდებიან აზერბაიჯანის საზღვარს; დარჩენილია 90 კილომეტრი.
ფერეიდანელები მე-17 დღეა, მოდიან ფეხით საქართველოსკენ. ისინი ამბობენ, რომ წინაპრების გზას იმეორებენ და 1400 კილომეტრი უნდა გამოიარონ.