კოტე კემულარია: შემოდგომა ამ ხელისუფლებისთვის იქნება ძალიან მძიმე, თუ ისინი არ მოეგებიან გონს

შემოდგომა იქნება საკმაოდ ცხელი. სულ ტყუილად აქვს იმედი ამ ხელისუფლებას, რომ საერთაშორისო მხარდაჭერაც შესუსტებულია – ამის შესახებ ” გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა კოტე კემულარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
„შემოდგომა იქნება საკმაოდ ცხელი. სულ ტყუილად აქვს იმედი ამ ხელისუფლებას, რომ საერთაშორისო მხარდაჭერაც შესუსტებულია. მხოლოდ შვებულება იყო ამის პირველი მიზეზი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა პოლიტპატიმრის შესახებ იცოდეს მთელმა მსოფლიომ, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტმა. შემოდგომა ამ ხელისუფლებისთვის იქნება ძალიან მძიმე, თუ ისინი არ მოეგებიან გონს, არ გაათავისუფლებენ პოლიტპატიმრებს და არ შექმნიან ქვეყანაში საქმიან ვითარებას არჩევნების ჩასატარებლად”,” -აცხადებს კოტე კემულარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები