მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ შეფარდებული გირაოს თანხა გადაიხადეს

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა სრულად გადაიხადეს. ინფორმაციას მათი ინტერესების დამცველი ზვიად კორძაძე ადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ ბრალდებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 700 000 ლარის გირაო 26 ივლისს შეუფარდა, რომელიც ერთი თვის ვადაში უნდა დაეფარათ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ პროკურატურის თანხმობის გარეშე ქვეყნის დატოვებაც აეკრძალათ.ხაზარაძეს და ჯაფარიძეს პროკურატურა ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები